ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი ამოყირავდა

02 მარ 2021

ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილი ამოყირავდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავტოავარიისა და დაშავებულების შესახებ მათთან ინფორმაცია არ შესულა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყო.