ქართული ოცნება: ვნახეთ ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება

02 მარ 2021

ოპოზიციის დღევანდელ აქციას უკიდურესად დესტრუქციულს უწოდებს მმართველი გუნდი. პარლამენტში მყოფი „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ აქციები მოლაპარაკებების პროცესში კონტრპროდუქტიულია და მათ ოპოზიციის მხრიდან პირობის დარღვევის პრეცედენტი ნახეს, შარლ მიშელთან კონსულტაციის შემდეგ.