მოჭიდავეების გამარჯვება კიევში

01 მარ 2021

კიევის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ვლადიმერ გეგეშიძის შეგირდებმა  საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმეს,  რაც შეეხება თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს  უკრაინის დედაქალაქში შესუსტებული  შემადგენლობით იასპარეზეს და მათ ანგარიშზე 2 ოქრო და 2 ბრინჯაოს მედალია.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.