01 მარ 2021
კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით სასჯელს გულისხმობს.
ასეთივე განაჩენი გამოუტანეს მის ადვოკატს ტიერი ერცოგსაც.
სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, სარკოზის შინაპატიმრობის დროს ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს. სარკოზი მოსამართლის მოსყიდვასა და მისთვის მონაკოში პრესტიჟული სამსახურის შეთავაზებაში დაადანაშაულეს.
იგი უარყოფს აღნიშნულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2012 წლებში იყო.