პარლამენტთან 14 კარავია განთავსებული

28 თებ 2021

საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დროისთვის 14 კარავია გაშლილი, აქტივისტები არ გამორიცხავენ, რომ კარვების რაოდენობა დღის ბოლომდე გაიზარდოს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას  2  კვირიან ვადას აძლევენ  წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ კარვებით რუსთაველის გამზირს გადაკეტავენ. რაც  შეეხება კონკრეტულად ოპოზიციის გეგმებს, ისინი 2 მარტს პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია.