ცხოვრება ქირით

28 თებ 2021

ხელვაჩაურში, სტიქიის შედეგად დაზარალებული 152 ოჯახი ამ დრომდე ქირით აგრძელებს ცხოვრებას. მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლები ქირით უსაფრთხო ადგილას ხელვაჩაურის მერიამ გაიყვანა, თითოეული ოჯახის კომპენსირებისთვის  თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად  300-300 ლარი იხარჯება.

ხელვაჩაურის მერის განცხადებით, შესწავლილ ოჯახებს შორის 86 ადგილმონაცვლეობას ექვემდებარება, ხოლო დანარჩენ ოჯახებთან ფერდსამაგრი სამუშაოები განხორციელდება, ან  საცხოვრებელი სახლების გამაგრება მოხდება.