ეპიდვითარება ქვეყანაში

28 თებ 2021

კვლავ შემცირებულია კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი ბოლო  24 საათში ქვეყანაში. დღე-ღამეში ჩატარებული 27 885 კვლევიდან ვირუსი 248  ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის აჭარაში გვაქვს 16 ახალი შემთხვევა.

27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი  0.89 %-ია. საქართველოში კორონავირუსს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.