შუახევის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის ემზადებიან

27 თებ 2021

საბავშვო ბაღების გახსნისთვის  აქტიური სამზადისი მიმდინარეობს შუახევში. დღეს მუნიციპალიტეტის მერიამ ბაგა-ბაღების  თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასრულების  შემდეგ ითქვა, რომ შუახევში სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის ყველა საბავშვო ბაღი მზადაა. რაც შეეხება ალტერნატიულ ბაგა-ბაღებს, აქ მეცადინეობა 15 მარტს განახლდება.