“ბორჯღალოსნების” შემადგენლობა მარტის თამაშებისთვის

27 თებ 2021

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 32 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ოთხი თამაშისთვის მოემზადება. გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი უკეპო მოთამაშეა.

მათგან ორი ბურჯია – ‘რასინგ 92’-იდან გია ხარაიშვილი და ბოლნისის ‘’ყოჩებიდან’’ ნიკა აბულაძე.  ბორჯღალოსნები პირველ ოთხ შეხვედრას მარტში  გამართავენ.  6 მარტს, ჩვენი გუნდი პორტუგალიას ლისაბონში  14 მარტს კი   ესპანეთის  მადრიდში დაუპირისპირდება.