მე-11 ქვეითმა ბატალიონმა GDRP-ის შენარჩუნების ფაზაში სწავლება ჩაატარა

27 თებ 2021

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა კულმინაციური სწავლება ჩაატარა. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დასრულების შემდეგ ბატალიონმა შენარჩუნების ფაზა საკუთარი ძალებით გაიარეს.

მე-11 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური დავალების შესასრულებლად მითითებები მართვის პუნქტიდან მიიღეს და თავდაცვითი ოპერაციები განახორციელეს. სიტუაციური სწავლება მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებას ითვალისწინებდა.