ქობულეთის საკრებულომ 2 წევრი გარიცხა

26 თებ 2021

ქობულეთის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორ წევრს ბონდო თედორაძეს და მამული სურმანიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. გადაწყვეტილებას მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, მიზეზი ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრების მიერ სხდომების ხშირი გაცდენებია. 

ოპოზიციის წევრები კი გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.