გირაოს გადახდას, მელია პატიმრობას არჩევს

26 თებ 2021

უპრეცენდენტო ფაქტად და სამართლებრივი ნორმების დარღვევად აფასებენ ოპოზიციაში ნიკა მელიას მიმართ პროკურატურის შეთავაზებას. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ბრალდების უწყებამ უკან დაიხია.

გუშინ პროკურატურაში ნიკა მელიას მისამართით გაკეთებულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თუ იგი გირაოს გადაიხდის, სასამართლოს მისი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავენ.