26 თებ 2021
პარლამენტთან მიმდინარე აქცია შეაფასეს ''ქართული ოცნების'' წევრებმა. დეპუტატები აცხადებენ, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, თუმცა მიაჩნიათ, რომ პროტესტი საფუძვლიანი არ არის და ოპოზიციის მიზანია დაძაბულობის ინსცენირება.