ჩიქოვანი ამბასადორზე: „ეს არის კომპეტენტური ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება”

26 თებ 2021

„ეს არის კომპეტენტური ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაში მე ვერ შევალ და არ შევალ“ - ასე უპასუხა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობის საკითხზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას. არჩილ ჩიქოვანის თქმით, მერია სანებართვო დოკუმენტაციას გასცემს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რა უფლებამოსილებაც გააჩნია.