100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან - აშშ-ის საელჩოს განცხადება

25 თებ 2021

,,დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღეს.

კელი დეგნანის თქმით, საბჭოთა ჯარების შემოჭრა  იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა.