კარვები პარლამენტთან

25 თებ 2021

საკანონმდებლო ორგანოსთან  ამ დროისთვის სამი კარავია გაშლილი, სადაც აქტივისტები ღამეც რჩებიან.    აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტი გაგრძელდება. მთავარი მოთხოვნაა ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები. ოპოზიციის წევრები და აქტივისტები ხვალ ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.