ზედა სამების სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა

25 თებ 2021

ზედა სამების სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა და დღეიდან სრულიად დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.

სკოლის დროებით დახურვის გადაწყვეტილება საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მას შემდეგ მიიღო, რას გეგმიური ტესტირებისას სკოლაში  6 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"გუშინ ზედა სამების საჯარო სკოლაში მასწავლებლების გეგმიური ტესტირებისას სწრაფი ტესტით დადასტურდა 1 შემთხვევა, ეპიდემიოლოგების მიერ პისიარ ტესტირება ჩაუტარდა ახლო კონტაქტებს მასწავლებლებში, რის შედეგადაც დადასტურდა კიდევ 5 შემთხვევა. სკოლა გადადის ონლაინ სწავლებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევები გაგრძელდება"-აცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.