აჭარაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა

25 თებ 2021

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა  35 პაციენტი და კლინიკა დატოვა 15-მა.

ამ ეტაპზე კრიტიკულია 5 პაციენტის მდგომარეობა.

რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 115 პაციენტი,  კოვიდ სასტუმროში - 69, ონლაინ კლინიკაში - 126.