24 თებ 2021
ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული, ავტოკოლონით მსვლელობას მართავს.
ამ ფორმით ისინი „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უცხადებენ სოლიდარობას.
„კოლონა სიგნალებით წავა რუსთავში და იქ შეძახილებით სოლიდარობას და მხარდაჭერას გამოვუცხადებთ ჩვენს მეგობარს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გათავისუფლდება და პოლიტიკურ ბრძოლაში კვლავ ჩაებმება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამტკიცებენ, რომ ნიკა მელია უდანაშაულოა, ხოლო ის რაც მის მიმართ ხდება პოლიტიკური დევნაა. ისინი მოუწოდებენ მმართველ გუნდს გადმოდგან შესაბამისი ნაბიჯები, უკან დაიხიონ, ნიკა მელია გაათავისუფლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება.