სავაჭრო მოლები და ბაზრობები, შაბათ-კვირის ჩათვლით, მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ

24 თებ 2021

სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ, – ამის შესახებ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას 8 მარტიდან განახლებენ'' –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.