აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 თებ 2021

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი.

კლინიკა დატოვა კიდევ 15-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა - 5 პაციენტი,  კლინიკაში მკურნალობს - 120 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში - 74, ონლაინ კლინიკაში - 96.