უცნობია როდის განახლდება ხულო-თაგოს საბაგიროს მუშაობა

23 თებ 2021

ამ დრომდე უცნობია როდის აღდგება ხულო თაგოს დამაკავშირებელი ბაგირგზა.  სოფელთან დამაკავშირებელი  ტრანსპორტი 17 თებერვალს ტექნიკური დაზიანების გამო გაჩერდა. აიპი ,,ხულოს ბაგირგზის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბაგირს ქსელში დაზიანება დაუფიქსირდა, რის გამოც სპეციალისტები დედაქალაქიდან უნდა ჩამოვიდნენ. ტექნიკურ  ჯგუფს  კვირის ბოლოს  ელოდებიან.