''ნაციონალური მოძრაობის'' ოფისთან დახმარება გაეწია 17 მოქალაქეს, ორი პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს

23 თებ 2021

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა, ორი მოქალაქე კი დამატებითი კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. 

ოპოზიციის ლიდერი დღეს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისში დააკავეს.