22 თებ 2021
ამ კვირაში გახდება ცნობილი თუ საიდან და როდის შემოვა ქვეყანაში კოვიდ ვაქცინა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.
თამარ გაბუნია ვარაუდობს, რომ მარტის პირველ ნახევარში მოქალაქეებს ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ. ქვეყანაში სულ კოვაქსის, ასტრაზენეკას და უკვე სამომავლოდ ჯონსონ ენდ ჯონსონისა და ნოვა ვაქცინის შემოტანა იგეგმება.
გაბუნია აცხადებს, რომ პირველადი სამედიცინო დაწესებულებები მზად არიან ვაქცინის გასაკეთებლად.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 147-ს გამოუვლინდა. ამავე პერიოდში ვირუსი 607 -მა ინფიცირებულმა დაამარცხა,12 კი გარდაიცვალა.
რაც შეეხება აჭარას ბოლო დღე-ღამეში ,,კოვიდ 19“ 11 ადამიანს დაუდგინდა.