ბათუმში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

22 თებ 2021

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.