ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

22 თებ 2021

1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.  კოჯორში მემორიალთან  შეკრებილებს ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების საშუალებაც მიეცა. მოგვიანებით, ღონისძიების მონაწილეებმა იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილიც მოინახულეს.