საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

22 თებ 2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 607 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 275 ტესტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.6%.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 28, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 16, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 4, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 785, საიდანაც: 1 713 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 766, აჭარაში - 194, იმერეთში - 368. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 336 პირი, მათ შორის, თბილისში - 110, აჭარაში - 38, იმერეთში - 107. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში - 65, აჭარაში- 8, იმერეთში - 11. 207 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 117 - თბილისში, 77 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 865 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.