ურთიერთბრალდებები და მოლაპარაკების პერსპექტივა

21 თებ 2021

მართალია მმართველი გუნდი და ოპოზიცია დიალოგისთვის ემზადება, მაგრამ ერთმანეთის მისამართით კრიტიკული განცხადებებს მაინც აკეთებენ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, რადიკალური ოპოზიცია ნეობოლშევიკებს შეადარა, აღნიშნა რომ მათი მოქმედებები მას ბოლშევიკურ რეჟიმს ახსენებს.

ოპოზიციაში განცხადების შინაარსი არ მოსწონთ და მას სიძულვილის ენად აფასებენ და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რეაგირებას ელიან.