ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობის ღობის ნაწილი მოარღვიეს

21 თებ 2021

მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრებმა ბათუმის ბულვარში სასტუმრო „ამბასადორის“ მშენებლობის ღობის ნაწილი მოარღვიეს. როგორც ამბობენ, ამ ფორმით  ისინი  ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი ნაგებობის მშენებლობას აპროტესტებენ.„ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. მშენებლობაზე თანხმობა უკვე გაცემულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ.

აქამდე კომპანიას მხოლოდ 4-სართულიან მშენებლობაზე ჰქონდა ნებართვა. ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ  არაერთი აქცია გაიმართა, შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.