საწვავზე ფასების ზრდა ბათუმშიც გააპროტესტეს

21 თებ 2021

საწვავზე ფასების გაზრდა გააპროტესტეს ბათუმშიც. მშვიდობიანი მსვლელობით, ავტომობილებით, გაიარეს ქალაქის ქუჩები. მათი მთავარი მოთხოვნაც საწვავზე ფასების დარეგულირებაა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში საწვავზე ფასების კიდევ უფრო ზრდას აანონსებენ. ცნობისთვის, ბოლო 2 დღის განმავლობაში საწვავზე ფასები  რამდენიმე თეთრით გაიზარდა.