ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა

19 თებ 2021

ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა. აღნიშნულის შესახებ ადა მარშანია სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ“,- წერს ადა მარშანია.

მარშანია დავით თარხან-მოურავისთვის გაგზავნილ წერილსაც აქვეყნებს, სადაც წერს, რომ გადაწყვეტილება სულ უფრო მზარდი პოზიციათა განსხვავებების გამო მიიღო.