აჭარის პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

18 თებ 2021

რატომ წავიდა გიორგი გახარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამტკიცებდა, რომ კი არ მიდის - მოდის?

ხელისუფლების ოპონენტები აჭარაში  ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით გიორგი გახარიამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხიმგებლობა აირიდა. თუმცა მათ გახარიას გადაწყვეტილება მოსწონთ.

''ქართული ოცნების'' ადგილობრივი ლიდერები გახარიას პრემიერობის პერიოდს დადებითად აფასებენ.