პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო

18 თებ 2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიას გადადგომის გამო ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო. 

ამის შესახებ უწყებამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

"პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო"- წერია შსს-ს განცხადებაში.