რაგბის კავშირის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ბიზნესმენი სოსო ტყემალაძე გახდება

17 თებ 2021

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს ბიზნესმენი სოსო ტყემალაძე იყრის. სოსო ტყემალაძე ჩართულია აბასთუმანის და წყალტუბოს განვითარების პროექტში. საზოგადოებრივი მაუწყებელი სოსო ტყემალაძეს დაუკავშირდა.

“ ვიცით რომ რაგბში მძიმე კრიზისია, ვხვდები კლუბებს, გავდივარ მათთან მიმდინარე საკითხებს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებ “- აღნიშნა სოსო ტყემალაძემ მაუწყებელთან საუბრისას.