აჭარაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

17 თებ 2021

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა კიდევ 5-მა პაციენტმა, კრიტიკულია 4-ის მდგომარეობა.

ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას გადის 167 პაციენტი, კოვიდ სასტუმროშია 102, ონლაინ კლინიკაში მკურნალობს 121.