მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა - ოპოზიციის შეფასებები

16 თებ 2021

ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან ოპოზიციური  პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები. ისინი აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ასრულებს რუსეთისა და გავრილოვის დავალებებს და თუ ხელისუფლება მელიას დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი ფიზიკურ წინააღმდეგობას გაუწევენ სამართალდამცველებს.