ნიკა მელიას ბრიფინგი

16 თებ 2021

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. ახლა პროცედურის თანახმად, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ  გენერალური პროკურატურა  სასამართლოს დღესვე მიმართავს, სადაც გირაოს გადაუხდელობის გამო ენმ-ს თავმჯდომარის დაკავების მოთხოვნას დააყენებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა, სადაც პარლამენტის მიერ მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს გამოეხმაურა.