ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

28 ოქტ 2016

ქობულეთში თავისუფალ ჭიდაობაში როსტომ მელაშვილის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს. ერთმანეთს სხვადასხვა ქალაქის გუნდები ეჯიბრებიან. ტურნირის გამარჯვებულები 14 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ფინალისტებს ხვალ სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვებენ.