14 თებ 2021
14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საკითხს, რომლის საქმეზეც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 23 წლის კაცია დაკავებული, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.
ვახტანგ გომელაური არ ეთანხმება სამოქალაქო სექტორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ უწყებამ არასათანადოდ იმუშავა. შს მინისტრი აცხადებს, რომ თუ არსებობს რაიმე პრეტენზია, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, საჩივარი შეიტანოს. 14 წლის გოგო 9 თებერვალს სახლთან გარდაცვლილი იპოვეს.