ჯარას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

14 თებ 2021

ჯარას  სკას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ის ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრის მოშინაურების მიზნით აჭარაში უძველესი დროიდან გამოიყენება.

ის მეფუტკრეობის უნიკალური და იშვიათი სახეობაა და მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი.