აქცია ხულოში - მოსახლეობა სოციალურ სახლში ბინების გარემონტებას კვლავ ითხოვს

14 თებ 2021

საპროტესტო  აქცია ხულოში. წაბლანის მცხოვრებლები სოციალურ სახლში გადაცემული ბინების სარემონტო სამუშაოებისთვის თანხების გამოყოფას ითხოვენ.

მათი განმარტებით 1989 წლის სტიქიის საკომპენსაციოდ, სამი წლის წინ ბათუმში ბინები გადაეცათ, თუმცა ე.წ-ლი შავი კარკასით.