5 დეპუტატის გარდა ქონებრივი დეკლარაცია ყველამ შეავსო

13 თებ 2021

აცხადებდნენ რომ არ შეავსებდნენ თუმცა საბოლოოდ პარლამენტის იმ ოპოზიციურმა წევრებმა, რომლებიც შესვლაზე უარს ამბობენ, დოკუმენტი მაინც შეავსეს, გამონაკლისი მხოლოდ თეიმურაზ  ჯანაშიას, თაკო ჩარკვიანის, შალვა ნათელაშვილის, ვახო მეგრელიშვილი და ზურაბ  ჯაფარიძეა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები კი ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებას არ ცნობენ და მხოლოდ იმიტომ გადაიფიქრეს, რომ მათი ქონების შესახებ ინსინუაციები არ ყოფილიყო.