მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება გრძელდება

13 თებ 2021

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება გრძელდება.  მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება უკვე ჩატარდა 186 -ე საჯარო მეგა-სკოლაში, სადაც მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ნაწილს პსრ ტესტირება ჩაუტარდა, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე. წ. სწრაფი ტესტით შემოწმდნენ.

აქტიურად მიმდინარეობს ყველა სკოლის მასწავლებლისა და  ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო  პსრ ტესტირება, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების ე. წ. სწრაფი ტესტით შემოწმება. ტესტირება  ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება, პროცესს სახელმწიფო  უზრუნველყოფს.