ჭადრაკში ფიდეს გრანპრის სერიის III ეტაპი

25 აპრ 2016

ქალთა შორის ფიდეს გრანპრის სერიის მესამე ეტაპის მეექვსე ტურის თამაში მიმდინარეობს ამ წუთებში ბათუმში. გამარჯვებისთვის მსოფლიოს 12 საუკეთესო მოჭადრაკე იბრძვის, მათ შორის 4 ქართველი სპორტსმენია. 11 თამაშიდან მოჭადრაკეებმა 6 უკვე ითამაშეს, ამ ეტაპისთვის სამ ნახევარი ქულით საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ალმირა სკრიპჩენკო ლიდერობს. მეორე-მეოთხე ადგილებს რუსი და უკრაინელი მოჭადრაკეები იყოფენ, ქართველი სპორტსმნები ამ ეტაპზე მე-5_მე-9 ადგილებზე არიან. ფიდეს გრანპრის მფლობელები 3 მაისს გამოვლინდებიან. შეჯიბრი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.