ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია

12 თებ 2021

თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამშენებლო მასალების საწყობში გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. ჯერჯერობით დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ამ წუთებშიც მუშაობენ.