აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

12 თებ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობს 165 ადამიანი, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 47, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 7 პირი.

კლინიკურ-სასტუმროში რჩება 133 მოქალაქე, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 81 პირი. ქვეყნის მასშტაბით, 2 290 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თვითიზოლაციაში იმყოფება 12 169 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 878 პირი, აჭარაში - 647.