საქართველოში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი 

12 თებ 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი, ხოლო 660 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაში ჩატარდა 24 359 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 451, პისიარტესტით – 7 908.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური –  2,08%, ბოლო 14 დღის – 3,36%, ბოლო შვიდი დღის – 3 პროცენტი.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 108, ქვემო ქართლი - 26, შიდა ქართლი - 40, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 619, საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -    910, აჭარაში - 165, იმერეთში - 454. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 438 პირი, მათ შორის, თბილისში - 171, აჭარაში - 47, იმერეთში - 120. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, მათგან თბილისში - 87, აჭარაში- 7, იმერეთში - 14. 284 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 132 - თბილისში, 133 - აჭარაში, 19 - იმერეთში. 2 290 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 169 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 878 პირი, აჭარაში - 647.