ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე-შეხვედრა ევროპის საბჭოს წევრებთან

11 თებ 2021

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა. – ამ თემებზე  ისაუბრეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა,  ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორის მოადგილემ და პოლიტიკურმა მრჩეველმა. შეხვედრის მიზანი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარების გაცნობა იყო.უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობაზე.