11 თებ 2021
ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებების და ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები განიხილა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს მომხსენებლებთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს. ევროსაბჭოს წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია, შეისწავლონ ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რაც შემდგომ ევროპის საბჭოს შესაბამის ანგარიშში აისახება.