აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

11 თებ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 160 პაციენტი მკურნალობს,  ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 47, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 7 ადამიანი.

კლინიკურ-სასტუმროში რჩება 128 მოქალაქე. ​საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, ხოლო აჭარაში - 100.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 886 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 456 პირი, აჭარაში - 684.